Wednesday, June 5, 2013

პროექტის სახელი:“ქართული ხალხური საკრავები და მათი წარმოშობა-გავრცელება საქართველოში“
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გააცნობენ ამხანაგებს მოძიებულ ინფორმაციას,მოისმენენ ქართული ხალხური საკრავების ჟღერადობას.შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.
პროექტის მიზნები:მოძიებული  ინფორმაციისა და საკუთარი შთაბეჭდილებების გამოხატვის  უნარის  განვითარება. განავითარებენ მუსიკის მოსმენის უნარ-ჩვევას.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: 1.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
2.აქტიურადაა ჩარატული გაკვეთილის მსვლელობაში.3.ამოიცნობს საკრავებს,ჟღერადობას.
4.მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო სა სხვებთან ერთად.
მოსწავლეთა ასაკი: 10 წელი
ხანგრძლივობა: 14 დღე
პროექტის რესურსი: სახელმძღვანელო, დამატებითი ინტერნეტ წყარო,დაფა, ცარცი, ლეპტოპი, პროცესორი
სხვა საგნებთან კავშირი: ისტორია,მუსიკა,ქართული
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებად,მოიძიებენ  ინფორმაციას  ხალხური საკრავების შესახებ შემდეგი თანმიმდევრობით: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი. მოისმენენ საკრავთა ჟღერადობას,შეასრულებენ თითოეულ საკრავზე მუსიკალურ ნომრებს.შეასრულებენ საწესჩვეულებო სიმღერებს.იტყვიან ლექსებს და თქმულებებს,რომლებიც შესრულებულია საკრავებზე.გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს ნახატის ან ესეს სახით.
სარგებელი სხვისთვის: პროექტის ფარგლებში მასწავლებლის დახმარებით შექმნილი ბლოგი,რომლითაც სარგებლობა შეეძლებათ სხვა ქალაქისა თუ რაიონების სკოლებს.
სამუშაო ენა: ქართული

პროექტის ფასილიტატორი: ლელა ხელაძე

No comments:

Post a Comment